1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქსტატი - უმუშევრობის დონე 17%-მდე გაიზარდა

"ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა", - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ასევე, საქსტატის მიხედვით, 0.3%-ით გაზრდილია აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6%-ით.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3%-ით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.1%-ით.

ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმეტესწილად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები უმუშავართა კატეგორიაში და სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობაში გადაკვალიფიცირდნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები