1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორსული დედა ავარიის დროს მანქანაში მყოფ 6 წლის შვილის გადაეფარა - ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ორსული ქობულეთში მცხოვრები 28 წლის თიკო-ზეინაბ შაინიძე ავარიის დროს მანქანაში მყოფ 6 წლის შვილის გადაეფარა და თვითონ სასიკვდილო დაზიანბები მიიღო.

“ქობულეთიდან ბათუმში მიდიოდნენ. საჭესთან ზეინაბის მეუღლე იჯდა. ასევე ავტომობილში იყო მისი მამა და 6 წლის ბავშვი. მეუღლე და მამა არ დაშავებულან. თვითონ თითქმის ცხრა თვის ორსული იყო, შვილს გადაეფარა და მძიმედ დაშავდა. ბავშვი ამჟამად ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება გამოკვლევებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საპირისპიროდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა” - განუცხადა "პრაიმტაიმს" გარდაცვლილის ნათესავმა.

ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი თამარ ბახტაძე აცხადებს,  მისი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები