1 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილიკო სუხიშვილმა ფეხი მოიტეხა

ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების ხელმძღვანელი, მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ბოძს შეეჯახა.

ანსამბლის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის თქმით, მის ძმას ავარიის შემდეგ ფეხი წვივში აქვს მოტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები