1 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამია – “ვინც სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე წერთ, სხვა რამით გაერთეთ, რა!”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“არჩევნები წაგვართვეს;
ფეხბურთში ასობით მილიონები მოიპარეს და ფაქტიურად გაანადგურეს;
კოვიდ გამოწვევის წინაშე სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს და ხალხი უპატრონობისა და მიუხედავობისგან იხოცება;
ლარი მოკლეს და აგერ
დენს და გაზს აძვირებენ
და ვინც ამ დროს ივანიშვილის ნაცვლად, სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე წერთ (მნიშვნელობა არა აქვს, ღლიცინებთ და სექტანტებს ეძახით მის მხარდამჭერებს, თუ გულმხურვალედ განიხილავთ, როგორც ერთადერთ გამოსავალს შექმნილ მდგომარეობაში), გულზე მჯიღის ცემის პათოსის სტატუსებს და კომენტარებს უძღვნით იმგვარ უმნიშვნელო თემას, სირცხვილის კორიდორი მეორე ტურში უნდა იყოს თუ არა, და კიდევ ათასგვარ მსგავს ზეუმნიშვნელო რამეს, – მთლად ადეკვატურები არ მგონიხართ.
ან რატომ გადაწყვიტეთ, რომ ოპოზიციური ერთიანობა ყველას ყველაფერზე შეთანხმებას გულისხმობს? მნიშვნელოვანია შეთანხმება მთავარზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვის რა პლაკატი უჭირავს ან ვინ რა კორიდორს აკეთებს, ამაზე ფიქრით რატომ უნდა დავიღალო თავი და ჩემი ცინიკური პოსტებით რატომ უნდა ვაჯანჯღარო ისედაც მყიფე ერთობა, სრულიად არ მესმის. აბსოლუტურად არა.
ისედაც მყიფეა და უპრეცედენტო ეს ერთობა, და სხვა რამით გაერთეთ. თქვენი არაადეკვატური ტექსტები სხვა რამისკენ მიმართეთ.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები