1 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“,  №36 - „გირჩი“, №41- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 81 სპეციალური უბანი.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,  15 და  16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს - 2 51-00-51 (0).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები