1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა, ამბობენ 200 კილომეტრ საათით მოდიოდაო - ვინ არის 32 წლის გოგონა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

32 წლის შო­რე­ნა ყი­ა­საშ­ვი­ლი ავა­რი­ას 1-ლ ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ სო­ფელ ახ­ბუ­ლახ­თან ემსხვერ­პლა. ამ­ბო­ბენ, რომ ავა­რი­ის მი­ზე­ზი ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ჯა­ხე­ბა გახ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლილის გარ­და კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი იჯდა, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის 12 წლის შვი­ლიც. ყვე­ლა მათ­გა­ნი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა და სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

"შო­რე­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მან­ქა­ნა­ში მას­თან ერ­თად ის­ხდნენ მისი 12 წლის შვი­ლი, მე­გო­ბა­რი და მე­გობ­რის შვი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისი­ნი გა­დარ­ჩნენ. შო­რე­ნას დარ­ჩა მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდომ­თა­გან, ერთ ბავ­შვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს, მე­ო­რეს-ყბის ძვა­ლი გა­უ­ტყდა. შო­რე­ნას მე­გო­ბარს კი ფე­ხე­ბი აქვს დამ­ტვრე­უ­ლი. შო­რე­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით სი­ა­რუ­ლი. ად­რე­ნა­ლინ­ზე გიჟ­დე­ბო­და.

ეს ყვე­ლამ იცის. "სუ­ბა­რუს" კლუბ­შიც იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და სულ ეს­წრე­ბო­და შეხ­ვედ­რებს. ამ­ბო­ბენ, 200კმ/სთ-ით მი­დო­და და იმი­ტომ მოხ­და ავა­რი­აო. რო­გორ ივ­ლი­და 200-კმ/სთ-ით, როცა მის ავ­ტო­მო­ბილს სულ 180 კმ/სთ აქვს სიჩ­ქა­რე?! სი­ნამ­დვი­ლე­ში, მან გა­რის­კა და მო­უხ­ვია ამ ძა­ლი­ან ცუდ მო­სახ­ვევ­ში ისე, რომ არ ეგო­ნა, თუ იქ ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­მოხ­ვდე­ბო­და მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ. ძა­ლი­ან ცუდი მო­სახ­ვე­ვია. ეს ტრა­გე­დია არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, 23:00 სა­ა­თის­თვის მოხ­და" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები