1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელოს” აქვს ამოცანა - ქვეყნის მმართველობიდან გავისტუმროთ “ქართული ოცნება” და არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა”-ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, უნდა დავივიწყოთ განვლილი 8 და 9 წელიწადი. 

“მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, რომ ნუ ავყვებით დადგმულ სპექტაკლებს. ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ “ოცნება” გავისტუმროთ ქვეყნის მმართველობიდან და არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა, ამისთვის შეიქმნა “ლელო”, რომ ხალხს ჰქონდეს რეალური არჩევანი. “ლელო” არის ალტერნატივა, რომ ქვეყნაში დაასრულოს ორპოლუსიანობა,”- აცხადებს ხაზარაძე. 

“ლელოს” დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ არ შეიძლება წარსულში ცხოვრება, ძველი პოლიტიკოსებისა და მათი გაფუჭებული საქმეების გარჩევით დაკავება. ქვეყანას სჭირდება ახალი ძალა და ახალი გეგმა, რომელიც “ლელოს” აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები