1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი - წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს

წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება.

„მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2000-ს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება მართვისა და ადაპტაციის პროცესში. კერძოდ, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, რაც გულისხმობს პაციენტების მკურნალობას საავადმყოფოებში, ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში, ბინაზე მკურნალობის ნაწილში სრულად არის ჩართული პირველადი ჯანდაცვა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც ოჯახის ექიმის კონსულტაცია ესაჭიროება, შესაბამის დახმარებას იღებს. რაც შეეხება შეზღუდვების ნაწილს, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღეს საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს. რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, იგულისხმება პირბადე და დისტანცია, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ, ეპიდემიოლოგებმა არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება, წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ, ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაზე დაყრდნობით და არჩევნებზე იქნება უსაფრთხო გარემო, როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ამომრჩევლებისთვის.

„ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩევლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული, მიუხედავად პანდემიისა. სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა და დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, მათ შორის, პირბადე ატარონ ღია სივრცეშიც.

„ვაგრძელებთ მართვისა და ადაპტაციის პროცესს. სახელმწიფოს მხრიდან ხდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულება, რომელიც დადგენილია და აღსრულების კონტროლი. ბუნებრივია, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურად დაიცვან, მათ შორის, პირბადე ატარონ ღია სივრცეშიც, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია ვირუსის გავრცელების შენელებასთან,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...