2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“იყო ერთი ხნიერი ქალბატონი, დამლაგებელი. იმასაც უთხრა – წადი. ის ქალი არ გვტოვებდა – არა, ახალგაზრდები, როგორ დავტოვოო“

მძევლებს შორის იყო ბებო, რომელმაც გათავისუფლებაზე უარი თქვა – ახალგაზრდებს ვერ დავტოვებო

ზუგდიდში, „საქართელოს ბანკში“ შეიარაღებული თავდასხმის დროს აყვანილ მძევლებს შორის იყო ასაკოვანი ქალბატონიც, რომელმაც ბოროტმოქმედის თანხმობის მიუხედავად, გათავისუფლებაზე უარი თქვა.

ერთ-ერთი მძევალი, ლაშა შენგელია იხსენებს მძევლად აყვანილი ბებოს სიტყვებს, რომლითაც მან თავდამსხმელს მიმართა:

„ვინც მოხუცები იყვნენ ყველა გაუშვა, ორსულებიც, ვინც უთხრაორსულად ვარო. იყო ერთი ხნიერი ქალბატონი, იქაური დამლაგებელი. იმასაც უთხრა – წადი თავისუფალი ხარო. ის ქალი არ გვტოვებდა – არა, ახალგაზრდები, როგორ დავტოვოო“, – იხსენებს „ახალ კვირასთან“ მძევლობიდან ლაშა შენგელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები