1 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კორონავირუსია ციხეებში და მალავენ" - რა ხეება ქსნის #15 დაწესებულებაში

სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეში. ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები აცხადებენ, რომ ციხეში არსებულ მაღაზიების გამყიდველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

მათივე ინფორმაციით, ამის გამო ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს საკნებიდან გამოსვლაზე შეზღუდვებს უწესებს. 

ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი ლექსო კობაიძე და ამბობს, რომ ქსნის ციხიდან მას არაერთი პატიმარი დაუკავშირდა. კობაიძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია ამბავს მალავს, რის გამოც სრული პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობას ეკისრება:

ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც ყიდის იქ სხვადასხვა პროდუქციას, ასევე სხვა იქ მომუშავე პერსონალს. პირველ რიგში არის პატარიძე პასუხისმგებელი და მან უნდა აგოს პასუხი და იმანმ, ვინც ჩუმად არის და მიჩქმალვა უნდა, რომ კორონავირუსია რეალურად ციხეებში და ამას არ ავრცელებენ - ამბობს კობაიძე "მთავართან"

ქსნის ციხეში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები