1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხუთი წესი, რომელიც პოლიტიკოსებმა უნდა დაიცვან - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

„რამდენჯერმე მოვუწოდე პოლიტიკოსებს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან ახლა, ძალიან შორს ვარ. ქვეყანა არის წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. მესმის, ამ დროს აუცილებელია წინასაარჩევნო აგიტაცია, შეხვედრები და ა.შ. მაგრამ ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, აუცილებელია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები.

ყველა პოლიტიკოსისთვის აუცილებელია დაიცვას ხუთი წესი. ამ რეკომენდაციაზე ჩვენ ვსაუბრობთ ათი თვეა და ესენია: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, ყველა ღონისძიების, სადაც ეს არის შესაძლებელი, გარეთ ჩატარება და ხელების ხშირი დაბანა. ეს არის დღეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელიც „რემდესივირზე" და კიდევ სხვა მედიკამენტებზე მეტად იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები