1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაწესდება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა

მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება:

"გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“ - ამბობს მეზვრიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები