1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ეს არის მათი მკურნალობა“ - პაატა იმნაძე დაასახელა როგორ უნდა მოიქცნენ ბინაზე და სასტუმროებში მყოფი მსუბუქი პაციენტები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა. ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს.

„დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ბინაზე მკურნალობასა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში პაციენტების მიღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისინიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, რომლებსაც არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ.

„იმისთვის, რომ ადამიანმა ვირუსი არ გაავრცელოს, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი - ერთი არის ბინაზე თვითიზოლაცია, მეორე არის ე.წ. კოვიდსასტუმროები. კოვიდსასტუმროებშიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, უბრალოდ, ეს არიან ისინი, ვისაც ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. ეს ადამიანი უბრალოდ ვირუსის გამავრცელებელი არ უნდა იყოს. მას არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება“, - განაცხადა გადაცემა "360 გრადუსში" იმნაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები