1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას. რაც გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას. სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების და მგზავრებისთვის პირბადეებს, თერმოსკრინინს, ავტომობილების სრულ დეზინფექციას ყოველი დღის ბოლოს, ავტომობილების და მგზავრთა დაზღვევას, ასევე საწვავს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Europcar-ის ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო დამატებითი აქსესუარით.

ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, რაც უზრუნველყოფს ვირუსის გადადების შემთხვევებისგან დაცვას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები