1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ლელოს" ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, პარტიის ოფისებში დეზინფექცია პერიოდულად ტარდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით “ლელო”  აგრძელებს ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის  სავალდებულო,  გადასულები არიან დისტანციურ მუშაობაზე. 
რაც შეეხება თანამშრომლებსა და “ლელოს”  ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია. 
ტესტი გუშინვე ჩაიტარა  მამუკა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრმა და მათი პასუხებიც უარყოფითია. “ლელო” აქტიურ რეჟიმში  განაგრძობს მუშაობას და არჩევნებისთვის ემზადება.  რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მდგომარეობას, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული.
კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა “ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, “ლელო” ატარებს სახალხო კამპანიას და ამ რეჟიმის გამო, პარტიის ყველა წევრი თითქმის ყოველ მეოთხე დღეს PCR ტესტირებას იტარებენ. 
“დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხელისუფლებას მიშვებული აქვს კოვიდ ეპიდემია. როგორც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი?! ამას ყველაზე მწვავედ ვხედავ და ვწუხვარ, რომ დღეს ექიმები იქცნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებად.  ყველა წესის დაცვით  აქტიურად   გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, გავალთ სოფლებში და რეგიონებში. “ლელო” გისურვებთ ჯანმრთელობას და აუცილებლად ჩავატარებთ არჩევნებს ყველა წესის დაცვით,”- განაცხადა კუპრაძემ. 
“მათ, ვისაც გაუხარდათ “ლელოს” რიგებში კოვიდის დადასტურება, მინდა, რომ იმედები გავუცრუო, “ლელო” აგრძელებს სრულ სვლას გამარჯვებისკენ”-ამის შესახებ პარტიის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე საუბრობს. 
“ჩვენ ყოველდღიურად ვართ ველზე, შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას, მამუკა ხაზარაძეც თავს გრძნობს უკეთესად, აღარ აქვს სიცხე და ამიტომაც ყველა ფრონტზე, იქნება ეს ონლაინ, იქნება ეს ველზე, თუ ნებისმიერ სივრცეში, აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამომრჩეველთან 31 ოქტომბრამდე და ლელოს დამაჯერებელ გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩვენს ოფისში მიმდინარე სამუშაოებს, ტარდება დეზინფექცია, როგორც ცენტრალურ ოფისში, ისე საქართველოს მასშტაბით “ლელოს” ყველა ოფისში. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების წესს, ყველა პროცედურის დაცვით ვმუშაობთ, მათ შორის, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და დისტანციურ რეჟიმზე. ამიტომაც, ეს ერთეული შემთხვევა არის ლოკალიზებული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას”- განაცხადა ბუაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები