1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

KGB მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ - ლევან კობერიძე

“ქართულმა ოცნებამ” არ იცის ქვეყნის მართვის პრინციპი, არ იცის მენეჯმენტი და ამიტომ გაექცა პანდემია ამ მასშტაბით”- ამის შესახებ “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან იციან, რომ აგებენ. 

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ შედეგს, კობერიძის თქმით, ქვეყანა იმკის იმ შედეგს, რაც “ქართული ოცნების” უუნარობამ, მენეჯმენტისა და ქვეყნის მართვის არცოდნამ, კორუფციამ და ჯანდაცვის სისტემის აბსოლუტურად ჩამოშლამ განაპირობა. 

“პანდემიასათან ბრძოლა და მსგავსი ტიპის ქმედებები გარკვეულ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ორი რამის წინაშე ვართ - ადამიანის სიცოცხლე, რომელიც უზენაესია და ქვეყნის ეკონომიკა, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ იცოცხლებენ. 

ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და ამ დროის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ჩვენ ვმართავთ, ეს იყო უბრალოდ შეკეტვა. 

პირველი თვის შეკეტვას მეც დავუჭირე მხარი, მაგრამ შემდეგ უნდა ყოფილიყო გეგმაზომიერი სამუშაოები.  მართვის ნაცვლად კი მივიღეთ ქაოსი და უმართავი გავრცელება პანდემიის. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მათ მიერ ერთთვიანი წანაცვლება დაამთხვიეს სეზონურ გრიპს, რომელიც ახლა იწყება და ვაქცინის პრობლემაა,”-განაცახადა კობერიძემ. 

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმასაც აცხადებს, რომ მან ჯანდაცვის კომიტეტში ან პარლამენტში გაფართოებული სხდომის გამართვა მოითხოვა, სადაც პოზიცია და ოპოზიცია ექსპერტებთან ერთად იმსჯელებდნენ პანდემიის წინააღმდეგ  ბრძოლაზე. 

“ჩემი  შეთავაზების გაზიარების ნაცვლად განცხადებებს ვხედავ და კობახიძეს უთქვამს, რომ არჩევნების გადადება უნდათ. კაგებეს მეთოდებით მოქმედებს “ქართული ოცნება”, როდესაც არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და ამას გაბრალებენ.  პირიქით, ყველანაირი წესების დაცვით უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლება და ოპოზიციაც ვალდებულია, ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მოიქცნენ და დაიცვან უსაფრთხოების წესები. 

ხალხის მოთხოვნაც ესაა - უნდათ ცვლილებები, ითხოვენ სიახლეს, რისი შემოთავაზებაც “ლელოს” შეუძლია. რეალობა არის ის, რომ დღეს 10 ადამიანიდან ერთიც კი არ აღმოჩნდება, ვინც “ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს. 

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია გადაინაცვლებს ოპოზიციაში,”- განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები