1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 63 კოვიდინცირებული პაციენტიდან შვიდი ბავშვია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მიიღეს, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. პაციენტებს შორის შვიდი ბავშვია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ამასთან რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ხოლო სამის – კრიტიკულად მძიმე. მაღლაფერიძის თქმით, კორონავირუსზე 20 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

ამასთან, იმერეთში კორონავირუსით 83 წლის პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ქუთაისიდან თერჯოლის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი შეყვანიდან ათ წუთში გარდაიცვალა. მისივე თქმით, ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები