1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

“მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა, ”- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა. ასეთი ხედვა კი “ლელომ” “ახალი მარშალის გეგმით” უკვე წარმოადგინა. “მამუკა ხაზარაძის განვლილ ცხოვრებასა და მის გაკეთებულ საქმეებს თუ გადავხედავთ, რა სირთულისა და სიძლიერის ბიზნესები აქვს გაკეთებული ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც წარმოდგენილია. მხოლოდ კანდიდატურის დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებენ გამარჯვების შემდეგ. კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ ცოდნით და ზოგადი ხედვით. ეს ხედვა კი “ლელომ” და მამუკა ხაზარაძემ “მარშალის გეგმის” სახით წარმოადგინეს. ყველა კანდიდატის, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ანალიზი და კრიტიკულ ჭრილში შეფასება უნდა გაკეთდეს. 

ეს ანალიზი კი მოიცავს შემდეგს: 

1. რა ხედვა და გეგმა აქვს კანდიდატს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ. 

2. როგორ განახორციელებს ამ გეგმას.

გეგმის დაწერა და შედგენა არის მარტივი, მთავარია მისი სწორად შესრულება და იმ გარემო პირობებზე მორგება, სადაც ვიმყოფებით,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ. 

ბიზნესმენის თქმით, “ლელოს” “ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური, თუმცა ის ანალიზის შედეგადაა მიღებული. “მიუხედავად იმისა, რომ “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური. რაც ამ გეგმაში ნათლად ჩანს, არის ის, რომ ანალიზისა და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობის შედეგადაა მიღებული. მსგავსი გეგმის შედგენის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოტენციალი და მისი შესაძლებლობები, აქ კი ჩანს, რომ “ლელოს” გუნდს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. ეს გეგმა კი უნდა შეასრულოს გუნდმა, რომლითაც პარტია დაკომპლექტდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლელო” არის ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი, ახალი შემართებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გეგმა სრულყოფილად გაშალონ და მოარგონ ქვეყანას,” - აღნიშნა ჭყონიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...