2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი" -“ლელომ” პროგრამა წარადგინა.

პარტიის პროექტი ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი- ღონისძიება  პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გახსნა. ხოლო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო “ლელოს” პროგრამა ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებით. წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოში ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. 

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ “ლელოს” გუნდი ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს და პარტია შექმნის დღიდან ქალებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამის გამო, პარტიისთვის გაუგებარი იყო ქალების კვოტირების საკითხი, რადგან “ლელო” მათ ყოველთვის თანაბარ ძალად მიიჩნევდა. 

“კვოტირების გამოცხადების პირველივე დღიდან ჩვენი პარტიისთვის გაუგებარი იყო, რა საჭიროებას წარმოდგენა იგი. რადგან “ლელოს” გუნდი შექმნის დღიდან დაკომპლექტებულია ქალებით და ვთვლით, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა. დღეს თუ ეს ქვეყანა ვინმეზე დგას, დგას ქალებზე. ამას ვლაპარაკობ არა იმის გამო, რომ ქალი არის დედა, მშობელი ან შვილი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, დღევანდელ დღემდე რომ მოვედით, ეს არის ჩვენი ემიგრანტი ქალების დამსახურება, რომლებმაც თავიანთი ურთულესი შრომის ხარჯზე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე. ამიტომ დადგა დრო, ქალები გამოვიდნენ წინა პლანზე, ჩვენ ამას ყოველ ჯერზე შევუწყობთ ხელს. “ლელოს” ამოცანაა რაც შეიძლება ბევრი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი ამ ქვეყანაში. 

“ლელოს ახალი მარშალის გეგმას”, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა პირველად, რომელსაც 4 წელში ამ ქვეყნის გამოყვანა შეუძლია კრიზისიდან, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ქალთა, ეკონომიკური, კულტურული თუ შემეცნებითი მიმართულებით,” - განაცხადა ხაზარაძემ. 

“ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას”-ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა ღონისძიების მსვლელობისას არაერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, “ლელო” ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და ინტეგრირებას სხვადასხვა სფეროში. 

“ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორ გარემოზე, თანასწორ საზოგადოებაზე, ქალების უფლებები, მათ შორის  შრომით ანაზღაურების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, უნდა იყოს დაცული. რადგან ქალთა სიღარიბესთან ბრძოლისთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას და ეს ამ დარბაზში არაერთხელ ვთქვით, ჩვენი პარტია ამ მიმართულებას დიდ მხარდაჭერას უცხადებს. “ლელოს” მარშალის გეგმის” მიხედვით ქალთა გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია,” - აღნიშნა მეტრეველმა. 

შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და "ლელოს" ქალთა საბჭოების წევრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...