2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება”

სომხეთს, მოსახლეობით ჩვენზე ორჯერ პატარას, 1 100 გარდაცვლილი ჰყავს, ჩვენ, სომხეთზე ორჯერ დიდს, 98 გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე საუბრისას, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკაში ერთეულ მატებას აქვს ადგილი.

„ცხრა გარდაცვლილისთვის სიტყვა „რეკორდული“ მაჩვენებელი არ არის რელევანტური. იყო რვა, არის ცხრა, ერთეულ მატებას აქვს ადგილი. გასაგებია, ეს ისეთი დაავადებაა, რომ სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, მოსახლეობით ჩვენზე ორჯერ პატარას, 1 100 გარდაცვლილი ჰყავს, ჩვენ, სომხეთზე ორჯერ დიდს, 98 გვყავს. დინამიკა იზრდება ერთი პაციენტით. ერთით მეტი, ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის.

ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის ასაკი არის 43 წელი. როგორი პაციენტები გამოიკვეთა, იცით? რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ კოვიდი, ან ბინაზე იმყოფებოდნენ, გადატანილი ჰქონდათ გულის ოპერაცია, ინფარქტგადატანილები, ინსულტგადატანილები… გამოისახა ერთი ტენდენცია, რომ ისევ სჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მძიმე თანმხლები დაავადებებით, მაგრამ რაღაც პროცენტი, ჩვენი დათვლით, დაახლოებით 10 პროცენტი, არის 65 წელზე ქვემოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმად, მოსალოდნელია კოვიდინფიცირებული პაციენტების სწრაფად დამძიმება.

„გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნა მყისიერი რეაგირება, შეიძლება პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლური გართულებით, გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით. ძირითადად ეს ორი ტენდენციაა, რაც პრინციპში არ განსხვავდება მთელი მსოფლიოსგან“, – განაცხადა მან.

ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი მხოლოდ კორონავირუსით გარდაიცვალა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები