2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადვოკატი - ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს, ის ბოლომდე იბრძოლებს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლის დასადასტურებლად ბოლომდე იბრძოლებს. ადვოკატის თქმითვე, ის სასამართლოს მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს.

„ბატონი ივერი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ბრალდება ძალიან ზოგადია, ერთმანეთშია არეული სხვადასხვა ცნებები. პროკურატურა ბატონ ივერის ვალდებულებას უწესებს თითქოს, მას ვალდებულება ჰქონდა აზერბაიჯანთან ისტორიული საზღვრის დადგენის, რაც აბსურდულია, რადგან ის ამ საქმის სპეციალისტი იყო, ის კომისიასთან ერთად მუშაობდა და არა მარტო. საბოლოო ჯამში, ერთიანი კომისიის შეთანხმება იყო, თუ რომელ დოკუმენტს დაეყრდნობოდნენ. ბატონი ივერი სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას არ აპირებს, მათ შორის, გირაოსიც. ის თვლის რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს, არანაირი დათმობა არ იქნება იმის გამო, რომ ის გარეთ იყოს. სასამართლოს გირაოს არ შევთავაზებთ, ვინაიდან ის ამას საჭიროდ არ თვლის. ბრალდება ისეთ დროსაა წამოწეული, ბატონი ივერისთვის აშკარად აჩენს განცდას, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მსხვერპლშეწირვა პატიოსანი ადამიანების. კომისია 20 წლის განმავლობაში, ყოველგვარი ხელფასის გარეშე მუშაობდა, წერტილ-წერტილ ზომავდნენ აზერბაიჯანთან საზღვრებს და ცდილობდნენ ქვეყნისთვის კარგი გეკეთებინათ, ასეთ ხალხს წირავენ პოლიტიკური ბატალიებისთვის", - განაცხადა მარიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები