0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდი და სტაბილური დღე გელით. თუმცა, უფლება არ გაქვთ მოდუნდეთ, კონკურენტები აქტიურდებიან და მათთან გასამკლავებლად მზად უნდა იყოთ. ახალი რომანის დაწყება ან ფლირტი გელით. 

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დროა, სამყარომ თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ გაიგოს. საღამოს ოჯახის წევრებთან საუბარი გელით. 

ტყუპი
შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. ფრთხილად იყავით დაპირებებთან. ეცადეთ, იყოთ სამართლიანი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

კირჩხიბი
დღეს რამდენიმე შანსსი მოგეცემათ და ეცადეთ, არაფერი გაუშვათ ხელიდან. თუ დღეს საქმიანი შეხვედრები ან მოლაპარაკებები გაქვთ დაგეგმილი, გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. 

ლომი
თამამად იმოქმედეთ და შეცდომების დაშვების ნუ მოგერიდებათ. დახმარებისთვის შეგიძლიათ ნათესავებსა და მეგობრებს მიმართოთ. პირად ცხოვრებაში გულის კარნახით იმოქმედეთ. 

ქალწული
საინტერესო შემოთავაზებების დღე გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. პირადი ცხოვრება სიურპრიზს გიმზადებთ - საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამზე მიგიპატიჟებთ. 

სასწორი
დღის საუკეთესო ტაქტიკაა - ყურადღება გაამახვილოთ კონკრეტულ დავალებაზე. პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. პირად ურთიერთობაში მოერიდეთ უსიამოვნებას. 

მორიელი
დილიდან დაიწყეთ საქმეების შესრულება. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. უფროსმა შეიძლება უსაფუძვლო დაძაბულობა შექმნას. სიმშვიდეს საყვარელი ადამიანის გვერდით იგრძნობთ. 

მშვილდოსანი
საინტერესო მოვლენებით დასამახსოვრებელი დღე გელით. არც ერთი წუთი გექნებათ მოსაწყენი და უსაქმური. კოლეგები კომპლიმენტებით გაგანებივრებენ. 

თხის რქა 
კარგი დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მართალია, რუტინისგან არავინ გათავისუფლებთ, მაგრამ თავისუფალი დროც გექნებათ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ნათესავებთან. 

მერწყული
ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს. გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი - რომანტიკული თავგადასავალი გელით. 

თევზები
წარმატება გელით ყველა სფეროში და საქმეში. მთავარია, არ იზარმაცოთ და დილიდანვე შეუდგეთ მუშაობას. საღამოს საინტერესო ადამიანებთან შეხვდრა და მხიარულება გელით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები