1 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ, რას სწერს საჯაროდ ნათია ფანჯიკიძეს ახალი რძალი

ფსიქოლოგმა, ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში "სტატუსი" გამოაქვეყნა, რასაც თავისი რძლის , ნუცა ადამიას კომენტარი მოჰყვა: "ყლუპ, ყლუპ! რა კარგი დედამთილი მყავს."

"როგორც ცნობილი ლოთის ქალიშვილმა, ყლუპი ვუყავ ერთ ბოთლ ვარდისფერ ღვინოს. შვილიშვილი დავაძინე, მაგრამ ამის მეტი ვეღარ შევძელი. ვზეიმობ, რადგან
ადამიანები, ვინც ტყუილად შეეწირნენ პოლიტიკურ ავანტიურას, განთავისუფლდნენ და გავთავისუფლდი მათთან ერთად მეც სხვებზე დარდსიგან. 
რა დაკარგა ქვეყანამ? - აი დარდი რაც დაკარგა. უპრეტენზიო, უამბიციო ადამიანების არ მწამს. ეს ადამიანის არსის საწინააღმედგოა. უპრეტენზიო ადამიანებს არ შეუქმნიათ ისრაელი და ამერიკა. არც გერმანია, რაღა თქმა უნდა. 
ხოდა ჩემო უპრეტენზიო, უსაყვარლესო ქვეყანა, ბოლოჯერ მინდა შეგახსენო, რატომ იჯდა ციხეში ეს კარგი ხალხი: აი, თქვენ ხომ ყოველდღე გეუბნებიან, რომ საწყლები ვართ და ასეთები ვიქნებით ყოველთვის, რომ ფეხაკრეფით უნდა ვიაროთ და შეუმჩნეველი ვიყოთ გარესამყაროსთვის? - მტერია, ვინც გეუბნებათ რომ საწყლები და არარაობა ხართ, პიროვნულ გამოცდილებაშიც და ქვეყნის მასშტაბითაც. 
არსებობენ პატარა ქვეყნები, დაცული, თავმოყვარე და მდიდარი. საუკეთესო მაგალითი ისრაელია. შეიარაღება, რომელიც უნდოდა ჩამოეტანა ალასანიას, შეცვლიდა ჩვენს უპრეტენზიო ყოფას. ოღონდ ამაში ქვეყნის მთავრობა მისი მტერი კი არა, მოკავშირე უნდა ყოფილიყო. კაბელების პროექტიც იყო მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა, რომელიც დაგვაზღვევდა იმისგან, რაც მოხდა 2008-ში, მობილურებით რომ კონტაქტობდა ჩვენი ჯარი და სამ დღეში გაგვივსეს სასაფლაოები. 
ყველაფერი ჩაშალეს, გაზპრომს ებარებოდეთ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები