1 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აი რას წერს დიანა ჯოჯუა ქურქზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

ჟურნალიტი დიანა ჯოჯუა თავისი ჩაცმულობის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. კერძოდ ქურქის გამო, რომელიც მას ახალი წლის ღამეს ეცვა, პირდაპირ ეთერში.

ფაქტს ბევრი ჟურნალისტი გამოეხმაურა,მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც: " აი ის ხალხი მელიის ქურქი რომ აღიზიანებთ , მაგრამ ტყავის ჩანთები, საფულეები, ფეხსაცმელები ძალიან მოსწონთ:)  მამლის წელი მოდის და ფრინველს ერიდეთ.“ აქვე ვკითხულობთ ნიკა გვარამიას კომენტარს: „და ღორს რო მთლიანად ჭამენ და ქათამს ნაჯახით აჭრიან თავს. შუბა მეც მძაგს, ისე მარა ცხოვრების მიზნად ვერ გავიხდი შუბმებრძოლობას.“

 

თავად დიანა ჯოჯუა ფაქტს სოციალური ქსელით არ გამოხმაურებია. ტელეწამყვანი, ხოლოდ მილოცვით შემოიფარგლა: "ჩემო საყვარელო მეგობრებო! გილოცავთ ახალ წელს, ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ. მშვიდობა და სიკეთე  მთელ საქართველოს. დიდი მადლობა ყველას ვინც მომილოცა. ცოტა დატვირთული საღამო მქონდა და ბოდიში ყველას, რომ ვერ გიპასუხეთ. გამოვასწორებ, კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები