1 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სევდიანი წერილი დედას ბავშვთა სახლიდან

გამარჯობა ქალბატონო ლალი, ასე მოგმართავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის არავის უსწავლებია როგორ უნდა მომეხსენიებინა ის ადამიანი,ვინც გამაჩინა, ვისი სისხლიც ჩქეფს ჩემს ძარღვებში,ვისი გულიც მარტო მე მაქვს ნანახი შიგნიდან და ვინც მხოლოდ იმიტომ მიმატოვა რომ არ ვიყავი იმდენად ჯანმრთელი და იმდენად სასურველი, რომ აღვეზარდე. 
ქალბატონო ლალი, არ გავიდოდა არც ერთი დაბადების დღე თქვენ რომ
არ გამხსენებოდით. ყოველთვის მეგონა აი იმ რკინის კარს გააღებდით და ჩემს მომვლელს ეტყოდი ”მე სოფიკოს დედა ვარ”, მაგრამ არა. არც ერთ წელს არ იღებოდა ეს დასაწვავი კარი. თუმცა თანდათან ქრებოდა ეს მოლოდინი , თანდათან უფერულდებოდა ჩემი ოცნება და აი, გუშინ, როდესაც 16 წლის იუბილე ხაჭაპურებითა და წვენებით აღვნიშნეთ ბავშვთა სახლში, არც კი გამხსენებიხართ, არც კი გამიხედავს კარისკენ და იცით რატომ? იმიტომ რომ ვიცოდი არ მოხვიდოდით. 
ყოველთვის ვეჩხუბებოდი ჩემს მომვლელს, რადგან როდესაც ღამე გადავარდნილ საბანს გამისწორებდა სულ მეგონა თქვენ იყავით, გახარებულს მისი სახე რომ შემომანათებდა ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და მთელ ღამეს თეთრად ვათენებდი. თუმცა ახლა გავიზარდე და საბანიც აღარ მივარდება, უფრო დამოუკიდებელი ვარ და უფრო იშვიათად მახსენდებით .
ყოველთვის როდესაც ჩემს წვრილ , გრძელ და უმოძრაო ფეხებს ვუყურებ აღარ გამტყუნებთ,არ განგიკითხავთ , თითქოს შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ვამართლებ თქვენ საქციელს. თქვენ ხომ არავინ გადაგიხდიდა ფულს ჩემს მოვლაში, როგორც ბავშვთა სახლის მომვლელს უხდიან. თქვენ ხომ დღის ბოლოს არავინ გაგიშვებდათ ცოტა დასასვენებლად! შეიძლება მეც თქვენსავით მოვქცეულიყავი ამ სიტუაციაში, არც მიკვირს მე ხომ თქვენი შვილი ვარ. 
ისიც არ მიკვირს რომ პატიება არ შემიძლია, ალბათ ესეც თქვენგან გამომყვა. ვერ გაპატიებთ მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი ხართ, რა ვქნა არ ვგავარ ჯერ კიდევ მშობლებშ მომლოდინე ჩემ გვერდით მჯდომ მეგობრებს, რა ვქნა, ისე გამყინა თქვენმა
ლოდინმა გულში ტკივილსა და სულში ჭრილობასაც ვეღარ ვგრძნობ. ტირილიც აღარ შემიძლია, რადგან უკვე 10 წელია ცოცხალს დაგტიროდით, მკვდარს კი,ალბათ თუ შვილები გყავს ისინი დაგისველებენ ცრემლით სუდარას. 
ერთი ის იცოდე, როდესაც ერთ დღესაც ინვალიდ მწერალზე ილაპარაკებს მთელი მსოფლიო , იცოდე რომ შენი შვილია ეს მწერალი, მაგრამ არც გაბედო და არ მოხვიდე. არც მაშინ მოხვიდე როცა მარტო დარჩები და მანუგეშებელი არავინ გეყოლება, არ მოხვიდე იმიტომ რომ გაიხსენე , რომ მე მთელი ცხოვრება არ მექნება ის ნუგეში რომელიც დედას უნდა მოეცა. არ მოხვიდე, უბრალოდ იყიდე ჩემი დაწერილი წიგნი და წაიკითხე , როცა წაიკითხავ ჩემი ბავშვთა სახლის მეგობრების მშობლებსაც ათხოვე!

სოფიკო , ბავშვთა სახლოდან!

ავტ. ნინო ლაფანაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები