1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოსაწყენად ვერ მოიცლით. საქმეები სიზარმაცის გამოხატვის საშუალებასაც კი არ მოგცემთ. დაიხმარეთ კოლეგები, ერთად უკეთესად გაუმკლავდებით ვალდებულებებს. საღამოს პირადი ცხოვრებისთვისაც უნდა გამონახოთ დრო. 

კურო
წარმატებული დღე გელით და თავად მოგეთხოვებათ იყოთ ღიმილიანი. დაეხმარეთ კოლეგებს საქმეების მოგვარებაში. უფროსთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. გამონახეთ დრო მეგობრებისა და ნათესავებისთვის. 

ტყუპი
კარგი, ნათელი დღე გელით. სამსახურის საქმეებსაც მოაგვარებთ, მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ და პირადი ცხოვრებაც დაგილაგდებათ. საღამოს ვარსკვლავები სიურპრიზსა და საჩუქარს გიმზადებენ. 

კირჩხიბი
საინტერესო დღე გელით. ახალი ან ძველი მფარველები გამოგიჩნდებიან. მათი დახმარებით საქმეებს მოაგვარებთ. აი, პირადი ცხოვრება კი თქვენი მოსაწესრიგებელი იქნება. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი გელით.

ლომი
წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერი სირთულის დავალებას. კარგი დღეა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. მეტად გამოავლინეთ შემოქმედებითი ნატურა, არტისტიზმი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 

ქალწული
მხიარული და წარმატებული დღე გელით. დილა სამსახურის საქმეებს, ვალდებულებებს დაუთმეთ. საღამოს მეგობრებს დაუთქვით შეხვედრა. გულითადი საუბრები განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

სასწორი
წარმატებული დღე გელით. დილა სამსახურის საქმეებს უნდა დაუთმოთ. არ დაგავიწყდეთ საოჯახო ვალდებულებები და საყიდლები. საღამო ოჯახურ გარემოში ნათესავებთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
დაემშვიდობეთ წარუმატებლობასა და უსიამოვნებებს. თქვენი ბედნიერება კარსაა მომდგარი. მზად იყავით მასთან შესახვედრად. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ, იმხიარულეთ. 

მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით, მაგრამ თავადაც უნდა გაისარჯოთ, ციდან ფული არ ჩამოიყრება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეებისა და სურვილების სია. 

თხის რქა 

კეთილი, ნათელი დღე გელით. გარშემო მყოფები შეხმატკბილებულად დაგეხმარებიან სამსახურებრივი და საოჯახო საქმეების მოგვარებაში. განსაკუთრებულ მზრუნველობას იგრძნობთ საყვარელი ადამიანისგან. 

მერწყული
იმაზე საინტერესო დღე გელით, ვიდრე გეგონათ. საქმიან პარტნიორებს დაუმეგობრდებით. უფროსი ახალი იდეების, პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. 

თევზები
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და რომ არ დაიბნეთ, ჩამოყალიბდით, რა არის თქვენთვის საინტერესო, პრიორიტეტული. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისა და რომანტიკული საღამოსთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები