1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვოლტი ახალ B2B სერვისს -Wolt Drive-ს ნერგავს

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Wolt-ი ონლაინ მაღაზიებისთვის ახალ B2B სერვისს - Wolt Drive-ს ნერგავს.Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს ან ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე, Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.

 

Wolt Drive-ის პორტალის მეშვეობით უკვე ის მცირე მეწარმეებიც შეძლებენ საკუთარ მომხმარებელს სწრაფი მიტანის სერვისი შესთავაზონ, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ. ეს მცირე ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას მისცემს.  მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს დამატებით შესაძლებლობა აქვს: თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში, სპეციალური ბმულის საშუალებით, რომლის გამოყენებისთვის არ არის საჭირო არც ვოლტის და არც რაიმე სხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა. დამატებით, მეწარმეები შეძლებენ გამოიყენონ ვოლტის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.

 

„სწრაფი და ეფექტიანი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. ამიტომ, ონლაინ მაღაზიების უმეტესობა იძულებულია მომხმარებელს მიტანის საკმაოდ ხანგრძლივი დრო  შესთავაზოს. იმავდროულად, კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე მომხმარებელი, რომელიც მზად იყო შენაძენი ონლაინ გაეკეთებინა, უარს შენაძენზე მიტანის ხანგრძლივი დროის გამო ამბობს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive - ვოლტის ახალი სერვისი ონლაინ ბიზნესებისთვის, რომელიც სავაჭრო ობიექტებს უსწრაფესი მიტანის სერვისის უზრუნველყოფას სთავაზობს. Wolt Drive ევროპის ქვეყნებში უკვე ფუნქციონირებს და ახლა ის საქართველოშიც ხელმისაწვდომია.  პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს, და მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება“,- ამბობს Wolt- ის  რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.

 

„ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორს, Wolt-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ონლაინ ვაჭრობის ბიზნესს კონცეტრირდეს როგორც მომხმარებელსა და მის საჭიროებებზე, ასევე, საკუთარი ბიზნესის  განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ  შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებული ყველა ლოჯისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt Drive საკუთარ თავზე იღებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ში ჩართული სავაჭრო ობიექტი იხდის მხოლოდ შესრულებული შეკვეთების შესაბამისად,  რაც მცირე მეწარმეებისთვის დამატებითი სარგებელია. Wolt Drive-ის ვებ პორტალი ძალიან მარტივად გამოყენებადი და მობილურებისთვის ადაპტირებულია. რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტს შეუძლია ნახოს ყველა შესრულებული შეკვეთა, მიმდინარე შეკვეთების სტატუსი, მართოს ინვოისები და ა.შ. რაც მთავარია, მიტანის სერვისის შექმნა წამებშია შესაძლებელი და სავაჭრო ობიექტს მისი გამოყენების დაწყება მყისიერად შეუძლია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ Wolt-ს და გვჯერა, ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

 

დამატებითი ინფორმაცია Wolt Drive-ის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://wolt.com/ka/drive

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები