2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ დავზოგოთ დრო ავტომობილის შეკეთებისას?

21-ე საუკუნეში ავტომობილის მფლობელებს არც ისე ხშირად რჩებათ დრო სერვისცენტრებისთვის. თუმცა უსაფრთხო მგზავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამართული ავტომანქანაა.    

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ავტომობილის ფლობას სხვადასხვა სერვისითა და შეთავაზებებით უმარტივებს. ერთ-ერთი ასეთი პერსონალური მენეჯერია, რომელიც თქვენი დროისა და ენერგიის დაზოგვაზე ზრუნავს. საშუალოდ, წლის განმავლობაში, პერსონალურ მენეჯერს საკუთარ ავტომობილს 5000-ზე მეტი მომხმარებელი ანდობს.

რა მომსახურებას გულისხმობს და რა სარგებელი აქვს ავტომფლობელებისთვის ამ სერვისს? ამ თემებზე „თეგეტა მოტორსის“ პერსონალური მენეჯერების ჯგუფის უფროსი, ემზარ კბილაშვილი საუბრობს.


რა არის „პერსონალური მენეჯერი“ და როგორ მუშაობს ეს სერვისი?

„თეგეტა მოტორსის“ „პერსონალური მენეჯერი“ დისტანციური სერვისია, რომლის მთავარი მიზანიც ავტომობილის მოვლის გამარტივებაა.

„პერსონალური მენეჯერის“ სერვისით სარგებლობა ძალიან კომფორტული და მარტივია. სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, სასურველ ადგილას გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, ან ფილიალშივე დაუტოვოს მანქანა. სერვისის დასრულების შემდეგ კი ავტომობილს იმ ლოკაციაზე მივუყვანთ, სადაც თავად გვეტყვის.

პერსონალური მენეჯერის ფუნქციებში, ავტომობილის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მომსახურება შედის, როგორც ადგილზე, ისე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში. შესაძლებელია ადგილზე მანქანის დაქოქვა ან აკუმულატორის შეცვლა. ფილიალებში კი მომხმარებელს ნებისმიერი სერვისით სარგებლობა შეუძლია.    

ხშირია შემთხვევა, როცა, ავტომობილის დაზიანებიდან გამომდინარე, მისი დაძვრა არ არის მიზანშეწონილი. ასეთ შემთხვევაში პერსონალური მენეჯერი მომხმარებელს ევაკუატორით გადაადგილებაშიც ეხმარება.

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, როდესაც „პერსონალური მენეჯერის“ მომსახურებას იყენებს?  

პირველ რიგში, კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღების მოლოდინი. რა თქმა უნდა, „თეგეტას“ ყველა სტანდარტის დაცვით. პერსონალური მენეჯერები, მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით, ერთ სივრცეში ახორციელებენ ავტოსერვისს, ჩვენს მექანიკოსებთან ერთად.

პერსონალური მენეჯერის კიდევ ერთი უპირატესობა მის კომფორტსა და ოპერატიულობაშია. ფაქტობრივად, მენეჯერთან ყველა საკითხს მობილური ტელეფონით აგვარებთ, ისე, რომ სახლიდან გასვლაც არ გიწევთ.

ვრცელდება თუ არა პერსონალური მენეჯერის მომსახურებაზე უსასრულო გარანტია?

რა თქმა უნდა, ამ სერვისის გამოყენებით შეკეთებულ ავტომობილებზე „თეგეტა მოტორსში“ არსებული უსასრულო გარანტია ვრცელდება.

აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მომხმარებლის ავტომობილი სრულიად დაზღვეულია, როდესაც ჩვენი თანამშრომელი გადაადგილდება. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ ავტომობილს მენეჯერს აბარებთ, იმ წუთიდან მასზე პასუხისმგებლობას „თეგეტა მოტორსი“ იღებს.

როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა პერსონალური მენეჯერის სერვისით?

მომხმარებელს შეუძლია სამუშაო საათების დროს, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებით, სერვისი მისთვის სასურველ დროს დაჯავშნოს. პერსონალური მენეჯერები მაქსიმალურად ცდილობენ, უმოკლეს დროში, საჭიროებებიდან გამომდინარე  შეაკეთონ ავტომობილი და უკან მალევე დააბრუნონ. 

რაც შეეხება ევაკუატორით სარგებლობას - გამოძახება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

გარდა ავტომობილის გამართვისა, კიდევ რა დამატებით სარგებელს იღებს მომხმარებელი „პერსონალური მენეჯერის“ სერვისის გამოყენებისას? 

„პერსონალური მენეჯერის“ სერვისით სარგებლობისას მომხმარებელი უმოკლეს დროში იღებს სრულიად გამართულ ავტომობილს. დამატებით, ის იგებს ყველაზე მნიშვნელოვანს - დროს, აგრძელებს მშვიდად მუშაობას, ან ოჯახის წევრებთან ყოფნას, ან საყვარელი საქმიანობით არის დაკავებული. ამ პერიოდში კი მის ავტომობილზე 26-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის პროფესიონალი გუნდი ზრუნავს.--

"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები