2 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კორპორაციული  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. საქართველოს ბანკის ჩართულობით, 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, საჯარო მეტყველების რიგით მეთერთმეტე კონკურსი ჩატარდა. პროექტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში 8 ფინალისტიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი მარიამ ჯვარშეიშვილმა დაიკავა,  მეორე ადგილი - ლუკა ნატრიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი - ნუცა ბეჟაშვილმა.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე ფინალურ ეტაპზე საქართველოს  ლონდონში ონლაინ წარადგენს. წლევანდელი კონკურსის თემა იყო " Real choices are made without us realising it" (ჭეშმარიტი არჩევანი ჩვენდა უნებურად მიიღება )

„განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი უკვე მე-11-ე წელია უჭერს მხარს. პროექტის მიზანს ინგლისური ენის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის გამარჯვებულს, რომელიც საქართველოს ლონდონში წარადგენს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს განათლების მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს სტიმული და წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროექტის შესახებ:

The English Speaking Union საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი ლონდონში, 1918 წელს დაარსდა. ESU-ს მთავარი მიზანია ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთ გაგების განმტკიცება ინგლისური ენის საშუალებით. საქართველოში პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის. მონაწილეთა რიცხვმა კი დღესდღეობით მილიონამდე მიაღწია.

 

 



 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები