0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან PSP-ში 15მგ ქსარელტოს მომხმარებელი თურქეთის აფთიაქების ფასად -55 ლარად შეიძენს

დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თურქეთში წარმოებულ გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტოს 15მგ“ მომხმარებელი თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად - 55 ლარად შეიძენს. აქამდე გერმანული წარმოების ქსარელტო 15მგ საქართველოს აფთიაქებში ფასდაკლების დღეებში 139ლ ღირდა. ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში თურქული აფთიაქების ფასად მედიკამენტების იმპორტის ახალი რეგულაციის მიხედვით, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

უახლოეს პერიოდში კიდევ 5 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი ასევე თურქეთის აფთიაქების ფასად იქნება ხელმისაწვდომი PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით. რეგისტრაციის რეჟიმშია ათამდე მედიკამენტი. ასევე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით.

N88 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთიდან მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადების დღიდან PSP აქტიურად მუშაობს თურქეთის მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, რისი დასტურიცაა პირველი მინიმალური ფასის მედიკამენტი PSP-ს ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები