2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სამშენებლო სექტორი პანდემიური კრიზისისადმი შედარებით მდგრადი აღმოჩნდა” - გეგი ქელბაქიანი

ბიზნესმენმა გეგი ქელბაქიანმა გადაცემაში - „Forbes კვირა“ სამშენებლო ბიზნესის მდგომარეობაზე ისაუბრა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე და აღნიშნა, რომ ამ სექტორმა სხვა ბიზნესებთან შედარებით ურთულესი გამოწვევები უკეთესად გადალახა.

„პლუსი იყო ის, რომ სამშენებლო სექტორი არ გაჩერებულა და მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა. თუ შევადარებთ იმ სექტორებს, რომლებიც მთლიანად დაიხურა, ბუნებრივია, ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით. მაგრამ პანდემიამ უარყოფითი გავლენა ჩვენზეც იქონია“, - ამბობს ბიზნესმენი გეგი ქელბაქიანი.

 

რაც შეეხება საგარეო გამოწვევებს, სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალური დირექტორი პირველ ადგილზე გლობალურ ინფლაციას ასახელებს.

„ეს არის გლობალური ინფლაცია, რამაც პროდუქციაზე ფასები გაზარდა. დღეს ევროსა და დოლარში მასალების ფასები გაზრდილია 20-25-30%-ით, რასაც ადგილობრივი კურსის გამო გაძვირება დაემატა  და რა თქმა უნდა, ამან ნეგატიური გავლენა იქონია. შესაბამისად, რაც უფრო მეტი კონტრაქტი ჰქონდა მოგებული კომპანიას პანდემიამდე, მუთ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საუბარია ისეთ კონტრაქტებსა და პროექტებზე, რომლებიც იმპორტულ მასალებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა.

ბიზნესმენმა მთავრობის დადგენილებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ასეთი კონტრაქტორებისთვის თანხების გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო.

 

„მთავრობამ გადაწყვიტა დახმარებოდა კომპანიებს, რომლებიც ამ გარემოებების გამო ზარალზე გავიდნენ. ასეთი დადგენილებაც გამოიცა. თუმცა, ჯერჯერობით ამ დადგენილებით არავის უსარგებლია“, - თქვა გეგი ქელბაქიანმა.

 

ბიზნესმენმა გადაცემის ავტორს დაუდასტურა, რომ ახლო მომავალში სამშენებლო კომპანია NCC-ს რესტრუქტურიზაციას და რებრენდინგს გეგმავს, თუმცა ამ თემაზე დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

კომპანია NCC ორიენტირებულია პარკების, გვირაბების, ხიდების და სხვა რთული კონსტრუქციების მშენებლობაზე. კომპანიას მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მიმართულებით. მათ შორისაა, დედა ენის ბაღის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გურჯაანის ცენტრალური პარკი,  ბარათაშვილის ხიდი, მშრალი ხიდი და სხვ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები