0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ლარის საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემდგომ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების

 მოლოდინებით იყო გამოწვეული, ოქტომბერში განაკვეთები ნორმალიზდა. ნოემბრის წინასწარი მონაცემები დეპოზიტების ლარში 

გადატანაზე მიუთითებს, რაც ეროვნული ვალუტის დანაზოგებზე განაკვეთების დამატებითი შემცირების არგუმენტია. ამავე დროს, 

ლარის შემოსავლიანობის მრუდიც ბაზრის მონაწილეების მხრიდან სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შერბილების

 მოლოდინებს ასახავს. მეორე მხრივ, მართალია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა თავის მხრივ ინფლაციური 

წნეხის შერბილებას გულისხმობს, თუმცა, რადგანაც ამის მიზეზი ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული

 გაურკვევლობის ზრდაა, საქართველოს შემთხვევაში ეს ლარის განაკვეთის უფრო ზომიერი შემცირების არგუმენტია. მთლიანობაში,

 თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, 2022 წლის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სცენარის მატერიალურად გადასახედად, ჯერჯერობით

 უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.

 

უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთები, ახლა უკვე ლართან ერთად, ასევე შემცირდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკის

 ფედერალური სარეზერვო სისტემა გამკაცრებას 2022 წლის ივნისში დაიწყებს, თიბისი კაპიტალში კვლავ ფიქრობენ, რომ საქართველოში ვალუტის დაბალი განაკვეთები ჯერ კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

 

ლარის კურსის მხრივ, აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში ლარის საშუალო კურსი კიდევ უფრო გამყარდა, რაც სამომავლოდ შესაძლო 

კორექციის არგუმენტს უფრო აძლიერებს. ამასთან, გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, ლარი მართალია უკვე მცირედით,

 თუმცა კვლავ გაუფასურებული რჩება.

 

თიბისის  მთავარი ეკონომისტის 29 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები