0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვერონამ“ ახალი შოურუმი მოაწყო

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გახსნილმა ავეჯის სახლმა „ვერონამ“ ახალი შოურუმი მოაწყო.  პროექტის ჯამური ინვესტიცია 17.5 მილიონი ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3 მლნ. ევროს შეადგენს.

 

შოურუმი სამ სართულზე გაშლილ 6 000 კვმ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, სადაც იტალიური წარმოების საოჯახო ავეჯი, სამზარეულო, განათება, დეკორაციები და აქსესუარებია წარმოდგენილი.

 

შოურუმის არქიტექტურასა და ინტერიერზე, ასევე, შენობის პროექტირებაზე  იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობდნენ. შენობას საფუძვლად მწვანე კონცეფცია დაედო, რომელიც სრულად მოერგო არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს. შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად ქართული ბუნებრივი ქვა შეირჩა. შოურუმის შესასვლელი თაღი კი   ქართველი მხატვრების მიერ მოიხატა, რაც შენობის ექსტერიერის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

 

„ჩვენი ამბავი 2013 წელს იწყება, როდესაც ავეჯის სფეროში თხუთმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ავეჯის სახლი დაგვეარსებინა. გვინდოდა ქართველი მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომ ფასად, ერთ სივრცეში  თავმოყრილი ყოფილიყო ყველა ის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი, რაც საჭიროა სახლის, ოფისისა თუ სასტუმროს მოსაწყობად. წლების განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდები და ვანახლებდით თქვენთვის მზრუნველობით შერჩეულ დიზაინერულ კოლექციებს. შედეგად, დღეს ვერონას შოურუმში წარმოდგენილია იტალიური ხარისხის მისაღები ოთახის გარნიტურები, საძინებლები, რბილი ავეჯი, სამზარეულოები, გარე ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ხაზს უსვამს  ინდივიდუალურობასა და ქმნის უსაზღვრო კომფორტის განცდას“- აცხადებს კომპანიის დირექტორი, ლევან სანიკიძე.

 

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა და  გაძლიერდა. მიგვაჩნია რომ სწორედ ასეთი, განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, გაძლიერდეს კერძო სექტორი და გაჯანსაღდეს ეკონომიკა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები