0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 23 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

უნგრეთის დედაქალაქი - ბუდაპეშტი, ძიუდოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 14 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება.

 

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, როგორც წონაში, ისე აბსოლუტურ ცხრილში 6 667 ქულით. შეგახსენებთ, ოლიმპიადის შემდეგ პირველი ტურნირი ზაგრების გრან-პრი იყო, სადაც გრიგალაშვილმა გაიმარჯვა,

ხოლო შემდეგ პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„რათქმაუნდა, ყოველი შეჯიბრის წინ მაქვს მოლოდინი რომ გავხდები ჩემპიონი, ჩემი წარმატებისთვის და მოტივაციისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ტურნირში მონაწილეობას მიღება. საუკეთესო ფორმაში ვარ და ტიტულის დასაცავად ვიბრძოლებ “-  განაცხადა ტატომ.

 

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი 

სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი

სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი 

პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ

ტურნირებში.


‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც 

გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები