0 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინტერნეტ მაღაზიები და კოვიდ რეგულაციები!

 

კორონა ვირუსი ჯერ ისევ აქტიურად მძვინვარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა კვლავ მაღალია. საგრძნობლადაა შემცირებული სავაჭრო ობიექტებში ხალხთა ნაკადები. უკვე თვალსაჩინოა, როგორი ეფექტი აქვს ბიზნესზე კოვიდ პანდემიას, მითუმეტეს, რომ გაკოტრების პირას მისული ბრენდების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

 

მნიშვნელოვანია, ინფორმაციების შეგროვება კორონა ვირუსის და ელექტრონული კომერციის შესახებ, რათა ამ რეალობის ფონზე, ნებისმიერ გამოწვევას მომზადებულები შეხვდეთ.

კორონა ვირუსმა დისტანციური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ გვიბიძგა. პანდემიის განმავლობაში გაჩნდა იმის საჭიროება, რომ  ბიზნესებს ონლაინ შეეთავაზებინათ თავიანთი პროდუქცია მომხმარებლებისთვის. საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ,  პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც ონლაინ შესყიდვებით  პირველად ისარგებლეს და კმაყოფილი დარჩნენ სერვისითა და მომსახურებით.

 

ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, თუმცა, მომხმარებელთა სავაჭრო ქცევები განსხვავებულია და ბევრი კომპანია ვერ აღმოჩნდა მზად, ელექტრონული კომერციის სრულფასოვანი წევრები გამხდარიყო. ინტერნეტ მაღაზია ისურვემ,  ქართულ ბაზარზე იდეალური პოზიციონირება შესძლო.

მძიმე რეგულაციების მიუხედავად, ისურვე წარმატებით ახერხებს უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს პროდუქცია საკუთარ მომხმარებლებს. ყოველდღიურ რეჟიმში, კომპანია ათი ათასობით ადამიანის ინტერესს ემსახურება და მათთვის კომფორტული სერვისების შეთავაზებაზე ზრუნავს.

 

ისურვემ, მომხმარებლებთან მათივე ინტერესების გათვალისწინებით დაამყარა კომუნიკაცია. მიღწეული წარმატების შენარჩუნების მიზნით კი, მომხმარებელთა გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვა და ლოჯისტიკური ქსელის უხარვეზო მართვა დაისახა მიზნად.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისურვე ღირსეულად შეხვდა გამოწვევებს და შეინარჩუნა თავისი ნიშა ქართულ ელექტრონულ ბაზარზე, რომელსაც ნდობა 250 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა!

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები