0 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ბანკის ახალი გუნდი

ლიბერთი ბანკის ახალი გუნდი და სტრატეგია დღეს, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა. ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ - სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად დღეს ბანკის მენეჯმენტის ახალმა გუნდმა წარუდგინა საზოგადოებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება:

 • მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა;

• უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა;

• ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება;

• ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას.

ლიბერთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვასილ ხოდელმა დააანონსა ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებში შეიქმნება CSR-ის სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით. ლიბერთი უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას, წარუდგენს მის მმართველ საბჭოს და იმ პრიორიტეტებს, რომლითაც გეგმავს განახორციელოს და მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი და მდგრადი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს. „დღეს, ლიბერთის ახალ გუნდთან ერთად წარვადგინეთ კომპანიის ახალი ხედვა და სტრატეგია. მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, გულისხმიერი და მზრუნველი - ეს არის ჩვენი - ლიბერთის გუნდის თითოეული წევრის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მომსახურება გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ლიბერთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი სისტემური ბანკი და მსხვილი დამსაქმებელი კომპანია. ჩვენი გეგმებისა და დასახული მიზნების უკან სწორედ ის 5 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად ემსახურება 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი - გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების და მათი ბიზნესის ცხოვრება, მუდმივად შევთავაზოთ სწორედ მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები - შესაძლებლობას მოგვცემს განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი ლიბერთი’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები