0 6 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით, „კოვიდ უსაფრთხო“ კომპანიის სტატუსის მოპოვებისთვის შიდა საინფორმაციო აქტივობას აწარმოებს.

5 ივლისიდან შიდასაკომუნიკაციო პლატფორმაზე Workplace by Facebook ხორციელდება კამპანია, რომელიც თამაშრომლების ვაქცინაციისკენ მოტივაციასა და ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. კამპანიის მიზანია დასაქმებულებმა მიიღონ გადამოწმებული, ფაქტებითა და სტატისტიკით გამყარებული უტყუარი ინფორმაცია და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

კამპანიის ფარგლებში, ბილაინი თანამშრომლებს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ როგორც კომპანიაში, ასევე ქვეყანაში და მსოფლიოში, შესაბამისი პროფესიონალებისა და მოწვეული ექიმების ჩართულობით ონლაინ პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს, დასაქმებულებს აცნობს ვაქცინირებულთათვის ქვეყანაში არსებულ ბენეფიტებს და სხვა. Workplace-ზე თითოეული თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია ვირტუალური ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ვირუსის მართვასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია.  

კამპანიის დასაწყისშივე ჩატარდა და მას შემდეგ ყოველკვირეულად ტარდება გამოკითხვა თანამშრომლების დამოკიდებულების დასადგენად ვაქცინაციასთან მიმართებაში. კვლევის რეგულარულად განახლებადი შედეგები კომპანიას საინფორმაციო კამპანიის სწორად წარმართვაში ეხმარება.

შიდასაკომუნიკაციო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებულთა მოტივაციაც და მათი ჩართულობა ვაქცინაციის ხელშემწყობ აქტივობებში. ამ მიმართულებით ფოტო-ვიდეო კონკურსი „მე ავიცერი“ მიმდინარეობს. მონაწილეობა თანამშრომლებს როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად შეუძლიათ. გამარჯვებულებს სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს და მრავალფეროვანი პრიზებით დააჯილდოებს.

 „პანდემიის დაწყების დღიდანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენი თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და აბონენტების უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა განვახორცილეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ერთმანეთის მხარდაჭერითა და მოტივაციით, „კოვიდ უსაფრთხო“ კომპანიის სტატუსი მალე მოვიპოვოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში. ჩვენი გზავნილები მკაფიოა - ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს; თითოეულ აცრილ ადამიანს მნიშვნელოვანი, პერსონალური წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის თუ ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემის მოგვარებაში და დღეს ვაქცინაცია არის ყველაზე ქმედითი გზა უხილავი მტრის დასამარცხებლად. ბილაინში ვაქცინირებულ თანამშრომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც კარგად ასახავს გუნდის საერთო სულისკვეთებას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას,“- აცხადებენ ბილაინში.

 

 

 

 

###

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები