0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

‘’ აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ნაკრები პირველი მატჩს გამართავს

დღეს, 2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებს  “აჭარაბეთ არენაზე“ .

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება.

 

საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 სექტემბერს, 20:00 საათზე  “აჭარაბეთ არენაზე“  გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

 

“რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელებისთვის ისე მოთამაშეებისთვის ცარიელ სტადიონზე თამაში არც თუ კომფორტულია. ეს სპორტი ყველას გულშემატკივრებთან ერთად გვიყვარს. სამწუხაროდ, ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული რეგულაციების დაცვა გვიწევს და ამას პატივი უნდა ვცეთ.

 

რაც შეეხება, კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს, ჩვენ ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ, რომ ამ მომენტში სრული კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ესპანეთზე ბევრი არ ვიფიქროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.

 

კოსოვოს ნაკრების ბევრი მოთამაშე კარგ გუნდებში და კარგ ლიგებში თამაშობს. რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩი გვექნება, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება, ასი პროცენტით დავიხარჯებით და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია.“- განაცხადა ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

 

“აჭარაბეთი“ სპორტის მოყვარულებს სპეციალურ  შეთავაზებას სთავაზობს:

შეიყვანე ბილეთში „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართი საქართველო - კოსოვოს მატჩიდან ნებისმიერი პოზიცია და მიიღე ფრისპინი „ჯვაროსნების“ გოლების შესაბამისად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები