0 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა.

World's Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია:პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდებიდა განაცხადები,ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი დასაკრედიტო სერვისები.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის დისტანციური შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრულ არხებშიმომხმარებლის რაოდენობის ზრდა, დისტანციური პროდუქტების მრავალფეროვნება, ინიციატივები და მათი განხორციელების შედეგად მომხმარებლისთვისმიღებული ხელშესახები ბენეფიტები. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

„გლობალურმა პანდემიამ ადამიანები წაახალისა, საკუთარი საბანკო საქმიანობა მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების მეშვეობით განეხორციელებინათ. ამით ციფრულ ბანკინგს საგრძნობლად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, მეტი ვიდრე გასულ წლებში.ბანკებისთვის მთავარ გამოწვევას კი ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირების მოხდენა და სათანადო სერვისების შეთავაზება წარმოადგენდა. აღნიშნული ჯილდო სწორედ იმ ბანკებს სცნობს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ გამოწვევებს",- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით, ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ აგრძელებს განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვუსმინოთ მომხმარებელს, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენი გუნდისპროფესიონალების თავდაუზოგავი შრომისა. ეს წარმატება როგორც საქართველოს ბანკის გუნდის, ასევე იმ მომხმარებლების დამსახურებაა, ვინც საქართველოს ბანკს ირჩევს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად მასზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ და გამარტივებული პროცესებით, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ მათი ყოველდღიური საბანკო გამოცდილება ," - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები