0 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაბეთმა ოლიმპიელი ამბასადორებისთვის ნახევარი მილიონი გამოყო!

 

აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება კი ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარაბეთის 8 საპატიო ელჩმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 4 ვერცხლის პროზიორია.


აჭარაბეთმა დღეს ოლიმპიელებს საპატიო მიღებაზე უმასპინძლა, სადაც მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი დაახვედრა. კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარიანი საპრიზო ფონდო გამოყო ოლიმპიელებისთვის. აჭარაბეთმა ვერცხლის პრიზიორებს,თითოეულ მათგანს 100 000 ლარი გადასცა, ხოლო 20 000 ლარი გადასცა იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. გარდა ამისა აჭარაბეთმა ასევე დააჯილდოვა ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც 20 000 ლარი გადასცა.

აჭარაბეთი არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში  წვლილი შეიტანოს.


„დღეს ვუმასპინძლეთ  ოლიმპიელებს, რომლებსაც დავახვედრეთ მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი, აჭარაბეთმა გამოყო ნახევარ მილიონიანი საპრიზო ფონდი თავისი ამბასადორებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე მადლობის ნიშნად, დავაჯილდოვეთ ოლიმპიური ნაკრების ექიმი - ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც  ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი სპორტსმენების წარმატებაში და მას აჭარაბეთისგან 20 000 ლარი გადაეცა“- გაანცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აჭარაბეთს გვერდში დგომისთვის, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა  მათი  გადაწვეტილება,  რომ 100 000 ლარით დაგვაჯილდოვეს, ეს არის ძალიან დიდი დაფასება და მოტივაცია ჩვენთვის, წინ პარიზის ოლიმპიური თამაშები გველოდება და დარწმუნებული ვარ იქ უკეთესს შედეგს ვაჩვენებთ“- განაცხადა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები