0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაორმაგებული ფასდაკლების დღეები თეგეტა მოტორსში

 

სტანდარტულ აქციებთან ერთად 13, 14 და 15 აგვისტოს თეგეტას ბარათის მფლობელები  გაორმაგებული ფასდაკლებით ისარგებლებთ ბარათის ტიპის მიხედვით. რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის ფარგლებში 20%-მდე ფასდაკლებას სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებზე მიიღებთ.

 მაგალითად, თუ კლასიკ ბარათის მფლობელი ხართ 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ, ვერცხლის ბარათის მფლობელებს - 14% და ოქროს ბარათით - 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

 

თუ  თეგეტას ბარათი არ გაქვთ, არც ესაა პრობლემა, ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას შეგიძლიათ გახდეთ მისი მფლობელი და ისარგებლოთ სპეციალური პირობებით იმავე დღეს.

 

გაორმაგებული ფასდაკლება ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:

 

 

·         Champion-ისა და Shell-ის ზეთების სრული ასორტიმენტი;

·         პრემიუმ ბრენდის Hengst -ის ფილტრების სრული ასორტიმენტი;

·         Bridgestone-ის საბურავების სრული ასორტიმენტი;

 

·         სათადარიგო ნაწილების სრული ასორტიმენტი.

 

 

 

გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ აგვისტოს თვეში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში სერვისზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ასე რომ 13 აგვისტოს პროდუქტებზე გაორმაგებულ ფასდაკლებასთან ერთად, სერვისზე ფასდაკლებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

 

15 აგვისტოს ჩათვლით თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას პრემიუმ ბრენდების Exide-ისა და Fiamm-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზეც შეგიძლიათ 20%-იან ფასდაკლებით ისარგებლოთ.

 

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

 

თუ სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, „თეგეტა მოტორსს“ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მომსახურება „კომფორტი“, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.

 

კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე (032) 226 44 44 სადაც თეგეტას კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან დისტანციურიად შეარჩიოთ და შეიძინოთ პროდუქცია ერთი ზარის განხორციელებით. თანხის გადახდას ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლებთ და სურვილის შემთხვევაში მაშინვე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ფილიალში სერვისის დაჯავშნა ან თეგეტას პერსონალური მენეჯერის გამოძახება.

 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი დისტანციური სერვისის გამოყენებისასაც ისარგებლებთ აქციის პირობებით.

 

„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები