0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე „ბასკინ რობინსის“ ფილიალები გაიხსნა

„სოკარის" მულტიფუნქციურ კომპლექსებზე, სხვა ობიექტებთან ერთად, ახლა უკვე „ბასკინ რობინსის" ფილიალებიც დაგხვდებათ. ივლისიდან მგზავრებს თერჯოლასა და გორთან, ავტობანზე მდებარე „სოკარის" კომპლექსებში სტუმრობისას ამერიკული ბრენდის ნაყინის დაგემოვნების საშუალება აქვთ.

„ბასკინ რობინსი" ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით 8 000 კაფეს მოიცავს. კომპანია 1300-მდე სხვადასხვა გემოს ნაყინს სთავაზობს, მათ შორის, ვეგანურსაც. პროდუქცია არ შეიცავს გლუტეინს, მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის.

ბრენდმა, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში ოპერირებდა, მომხმარებელს თავი მაღალი ხარისხის გემოებით და ნათელი ფერებით დაამახსოვრა. 2021 წლიდან კი ქვეყანაში ხელახლა უფრო მასშტაბური გეგმებით შემოვიდა, რომლის მიხედვითაც, „ბასკინ რობინსი" მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გეგმავს. ამ ეტაპზე, საქართველოში „ბასკინ რობინსის" 7 ობიექტია. მათ შორისაა ფილიალები „სოკარის" მულტიფუნქციურ კომპლექსებში.
თერჯოლასა და გორთან, ავტობანზე მდებარე „სოკარის" მულტიფუნქციური კომპლექსები სტუმრებს არა მხოლოდ საწვავს, არამედ სრულ ავტოსერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, კომპლექსზე დასასვენებლად გაჩერებულ მგზავრებს დახვდებათ „ვეი მარტი", აფთიაქი, მეღვინეობა ხარებას მაღაზია და კვების სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის „Dunkin", "Wendy's" და ახლა უკვე „ბასკინ რობინსის" ფილიალიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები