0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი კოჯი მაცუნო ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ

ტოიოტას ახალი ცენტრი ბათუმში, ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია და ათეულობით ადგილობრივი დასაქმებული.

23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ტოიოტა კავკასიის და იაპონიის საელჩოსწარმომადგენლობატოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შოურუმი და სერვისცენტრი დაათვალიერეს და ისაუბრეს აღნიშნული პროექტის როლზე რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში.

პროექტში 2 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და ათეულობით ადგილობრივი დასაქმდა. ცენტრი მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმს და სერვისცენტრს.

„ტოიოტა ცენტრი -ბათუმი" „თეგეტა მოტორსის" შვილობილ კომპანიებს შორის რიგით მეორე „ტოიოტას ავტორიზებული ცენტრია „ტოიოტა ცენტრ თეგეტას" შემდეგ, რომელიც 2014 წლიდან წარმოადგენს „ტოიოტა კავკასიას" ოფიციალურ დილერს საქართველოში.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი" მონობრენდულია და სრულად შექმნილია ტოიოტას სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას" მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურით და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების სრულ სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და სრულ ავტოსერვისს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.რომლებმაცსპეციალიზირებული ტრენინგები გაიარეს.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი ტოიოტას ახალი კონფეფციით არის შექმნილი. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც ტრენინგი ტოიოტას სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ჩვენს ცენტრში უკვე დანერგილია ვიზიტზე წინასწარ ჩაწერის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თქვენთვის ასე ძვირფასიდრო. ცენტრში მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ტოიოტას მარკის ნებისმიერ ავტომობილზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ავტომობილი შეძენილი გყავთ სხვაგან. ჩვენი მიზანია, ჩვენი მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება, ისე როგორც ეს ტოიოტას ფილოსოფიას შეეფერება"- განაცხადა თეგეტა მოტორსის მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის დირექტომა დავით ჭეიშვილმა.

შეგახენებთ, რომ ტოიოტას ავტორიზებული სერვის ცენტრი - „ტოიოტა ცენტრი ბათუმი".
თეგეტა მოტორსმა 2020 წლის ბოლოს გახსნა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები