0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

თიბისიმ მედიას და დაინტერესებულ მხარეებს 2020წლისმდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში კომპანიის წვლილს და გავლენას ასახავს ეკომონიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. დოკუმენტიისეთთემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც თიბისის2020 წელს პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ჰქონდა, მათ შორისაა: ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება,ქალთა გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ფინანსური განათლება და სხვა.დოკუმენტში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2020 წელს, არსებული გამოწვევის ფონზე მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები.

„2020 გამოწვევით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია.მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკომონიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ღონისძიებასმედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტნიორი კომპანიებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია თიბისის ვებ-გვერდზე - www.tbcbankgroup.com

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები