0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაგთიკომის განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე

   ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 23
დეკემბერს ცვლილების შეტანის შემდეგ (წყარო -
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3980112?publication=0) ამოწურვადი
რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომუნიკაციების კომისიის
ბიუჯეტში, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა. აღნიშნული ცვლილება
„გამართლებულ" იქნა კომისიის ახალი ფუნქციის - საზოგადოებაში
მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დამატებით. ცნობისათვის ამ
ცვლილების შედეგად 2018-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა და
კომისიის ბიუჯეტში გადაინაცვლა 1 499 775, 3 458 472 და 3 120 111 ლარმა
(ჯამურად სამ წელიწადში - 8 078 358 ლარი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
ხსენებული თანხის დეტალური ხარჯვითი ნაწილი კომისიის მიერ რატომღაც
დაფარულია და არ არის გამჭვირვალე. არასამთავრობო ორგანიზაციას IDFI-ს
სასამართლოში უწევს დავის წარმოება ამ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით.
(წყარო: https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf;
https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf;
https://idfi.ge/ge/tbilisi_city_court_recognized_media_academy_as_a_public_institution_a
nd_obliged_to_provide_public_information


   კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს
და მთავრობას დაუმალა, რომ კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის N8
დადგენილებით (რომელიც ამოქმედდა 2019 წელს) 150 პროცენტით გაზარდა
მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის გამოყოფილი ნუმერაციის
რესურსით სარგებლობის საფასური - ყოველგვარი არგუმენტაციის და
დასაბუთების გარეშე ერთი მობილური ნომრის წლიური საფასური 10 თეთრიდან
გაზარდა 25 თეთრამდე. ეს ფაქტი რატომღაც არ მოხვდა კომისიის არც 2018 წლის და
არც 2019 წლის ანგარიშში. (წყარო:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4426587?publication=0;
https://www.comcom.ge/uploads/other/3/3706.pdf;
https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf)


   კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს #455/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებაში
მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად
დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
"მედიააკადემია". „მედიააკადემიის" წესდებით (მუხლი 5) აკადემიის საქმიანობას
ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც
ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. მედიაწიგნიერების ხარჯებმა 2018-2020
წლებში შეადგინა 410 438, 2 415 808 და 1 979 053 ლარი (ჯამურად სამ წელიწადში -
4 805 299 ლარი), თუმცა ამ ხარჯების დეტალიზაცია, როგორც უკვე აღინიშნა, არ
არის საჯარო და გამჭვირვალე. (წყარო: https://www.comcom.ge/ge/legalacts/solutions/2018-455-22.page; https://www.comcom.ge/uploads/other/5/5671.pdf;
https://www.comcom.ge/uploads/other/7/7775.pdf)

 2  „მედიააკადემიის" კონკრეტული ბიუჯეტის და მისი დეტალიზებული ხარჯვითი
ნაწილის ფარულობის პარალელურად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკა ბერიძე
(კომისიის თავმჯდომარის მეუღლე) გვევლინება ხსენებული იურიდიული პირის
კონკრეტულ აქტივობებში, თუმცა ვინაიდან ამ ორგანიზაციის ხარჯვითი ნაწილი
რატომღაც არასაჯაროა, უცნობია აღწერილი პირების თანამშრომლობის
კონკრეტული პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ნაწილი. ამასთან, კომისიის
ბიუჯეტის ხარჯვა საკუთარი მეუღლის რეკლამირებაში შემდეგი სლოგანით -
„ისწავლე საუკეთესოსგან", როგორც ჩანს, კომისიის თავმჯდომარეს არანაირ
დისკომფორტს არ უქმნის. (წყარო: https://www.comcom.ge/ge/news/gnccnews/iswavle-sauketesosgan-mediaakademiam-onlain-masterklasi-daiwyo.page) ალბათ,
მისთვის, არც მოცემული კანონის კონკრეტული ნორმებია რაიმე პრობლემა. აი რას
ამბობს კანონი, კერძოდ; 

 საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ 

მუხლი 2, პუნქტი 1 - „ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი"
იგულისხმება შემდეგი პირები: ...
ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი";
მუხლი 3, პუნქტი 3 - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა" არის
საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება
საჯარო დაწესებულების ინტერესებთან".
მუხლი 4 - „ამ კანონის მიზნებისათვის:
ა) „ოჯახის წევრში" იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და
გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი";
მუხლი 10, პუნქტი 1 - „საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე,
ეკრძალება: ...
დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება,
როგორც საჯარო მოსამსახურემ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით
დადებული გარიგება ბათილია".
მუხლი 13
პუნქტი 3 - „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ
ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს".
პუნქტი 16 - „თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული
კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს
დაკავებული თანამდებობიდან, თუ:
ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები";
3
მუხლი 134

„1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება,
რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის
მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა
შეუთავსებლობაზე;
ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის
დაუშვებლობისათვის";
   არასამთავრობო ორგანიზაციის IDFI-ს კვლევის თანახმად პანდემიის პერიოდში
2020 წელს კომისიის თავმჯდომარეს კომისიაში პრემიის სახით ჯამურად
მიღებული აქვს 33 300 ლარი. ჩვენთვის უცნობია მიზეზი კომისიის თავმჯდომარემ
საკუთარ თავზე პრემიის გაცემის აუცილებლობა (საფუძველი) როგორ დაასაბუთა,
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით კახა
ბექაურს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს მიღებული აქვს 188 585,36 ლარი,
ხელზე ასაღები თანხა, ხოლო სამეწარმეო საქმიანობიდან 4 299 570 ლარი, ხელზე
ასაღები თანხა. (წყარო - თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაცია: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/132523; წყარო -
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI
https://idfi.ge/ge/bonuses_and_salary_supplements_issued_in_2020 )
   აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონ ბექაურს უჭირს სრულყოფილი დეკლარაციის
წარდგენა, რის გამოც შესაბამისი ღონისძიებების გატარება უწევს სახელმწიფო
უწყებას - საჯარო სამსახურის ბიუროს, ბატონი ბექაურის სანქცირების ჩათვლით.
(წყარო: https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/79060-deklaraciisarastsorad-shevsebisthvis-vasil-maghlaferidze-gaafrthkhiles-kakha-beqauri-ki-daajarimes )
ზემოთ ხსენებული ფაქტების შეფასება მიგვინდია საზოგადოებისათვის, არასამთავრობო
ორგანიზაციებისათვის და სხვა კომპეტენტური უწყებებისთვის.
ვებ გვერდი - https://www.magticom.ge/ka/statement-of-magticom-on-the

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები