0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდი „ნატახტარი“ - ახალ დროს ახალი ხავერდოვანი გემოთი ხვდება

ლუდი „ნატახტარი" 2021 წლის ლუდის სეზონს განსაკუთრებული ცვლილებებით ხვდება.
ბრენდი „ნატახტარი" ინოვატორია, რომელიც ქართულ ლუდის ბაზარს ყოველწლიურად სიახლეებს სთავაზობს.

ბოლო წლების განმავლობაში ბრენდმა თავისი ქოლგის ქვეშ სამი ფუნქციონალურად განსხვავებული ქვებრენდი შესთავაზა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იყო ჩამოსხმული და სხვადასხვა რეცეპტითა და ინგრედიენტების საინტერესო სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ლუდის სრულიად ახალი გემოების გასინჯვის საშუალებას აძლევდა ადამიანებს.

აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებითა და აფორიზმებით დამშვენებული „ნატახტრის" სპეციალური გამოშვება, ასევე შეზღუდული რაოდენობით. ამ ინიციატივის დახმარებით, ბრენდმა ადამიანებს საყვარელ ლუდთან ერთად, შოთა რუსთაველის აფორიზმები გაახსენა და არაერთხელ მოიპოვა აღიარება საერთაშორისო კონკურსებზე. სწორედ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინოვაციებისა და ექსპერიმენტების ლოგიკური გაგრძელებაა ლუდი „ნატახტრის" ახალი ტექნოლოგიის - გახანგრძლივებული ფერმენტაციის დანერგვა, რომლის გამოყენებითაც მიღებულია „ნატახტრის" ახალი ხავერდოვანი გემო.

ახალი გემო ადამიანების მოთხოვნილებების გულისყურით მოსმენით დაიწყო და მრავალი თვის კვლევების, ინგრედიენტების შერჩევისა და და გემური თვისებების შეფასების მრავალი ეტაპისგან შედგებოდა. შედეგით „ეფეს საქართველოში" ძალიან ამაყობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი შრომა ლუდის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს კარგად დავინახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: შეიცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, ჩვენი აღქმა და გემოვნებაც იცვლება. ბრენდებმა უნდა აუბან ფეხი ამ ცვლილებებს და თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება დგება, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვვითარდეთ. სწორედ ასე მივუდექით ბრენდ „ნატახტარს" - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღონ ლუდის მოხმარებით და თუკი ამისათვის ცვლილებებია საჭირო, ეს ყოველთვის მისასალმებელია.

„ნატახტრის" ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი იყო. ადამიანი, რომელსაც ლუდი „ნატახტარი" თავისად მიაჩნია. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის ეს ცვლილება და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით განვითარებას და წინსვლას, რადგან ერთ ადგილას გაჩერება დღეს უკანსვლის ტოლფასია. ამიტომ, გირჩევთ გასინჯოთ ლუდი „ნატახტრის" ახალი ხავერდოვანი გემო და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები,"- ამბობს „ნატახტრის" მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები