0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეულ ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეული ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის მიზანია მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების არეალი და ხელი შეუწყოს საქართველოში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას. გამოფენა 19 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.
დაარსებიდან თიბისი კულტურის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური პროექტისა თუ ინიციატივის ავტორია. კოლაბორაციული სახის თანამშრომლობა ხელოვანებს ფართო ასპარეზს უხსნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ქმნის რესურსებს მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების განსახორციელებლად.

თიბისის სახელოვნებო კოლექცია წლების მანძილზე შეგროვდა და თავს უყრის, როგორც საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებს, ასევე, თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებას.

გამოფენაში მონაწილეობენ:
ქეთი კაპანაძე
ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი
ანა ქე
დავით მესხი
გვანცა ჯიშკარიანი
ნატა სოფრომაძე

გამოფენა ცდილობს მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების მიმდინარეობების ფართო არეალი. თიბისი კონცეპტის მიზანია შეიქმნას სივრცე, რომელიც ღია იქნება ყველასთვის: დამწყები ხელოვანებისთვის, პროფესიონალებისთვის და ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

თიბისი კონცეპტის სივრცეში არსებული სამი სხვადასხვა ფორმატის საგამოფენო სივრცე ისტორიული მემკვიდრეობის ლოგიკური გაგრძელებაა და ხელს უწყობს თანამედროვე სახელოვნებო სცენის პოპულარიზაციას. გამოფენასთან ერთად, თიბისი კონცეპტის სივრცე ხშირად მასპინძლობს მულტიდისციპლინარულ საგანმანათლებლო ფორუმებს და დისკუსიებს, რაც ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნებაში შემეცნებითი დიალოგის დანერგვას და ახალი კავშირების დამყარებას, ხელოვანებს გზას უხსნის ახალი შესაძლებლობებისკენ, ხოლო საზოგადოებას ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები