0 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიყვარულით, „პანესგან“ !

ჩამოტვირთვა

ქრისტე აღდგა და სააღდგომო ტკბილი პურიც გამოცხვა. მისი ფორმა გოლგოთის მთის ერთგვარი სიმბოლოა, ამბავი კი ფრიად შთამბეჭდავი  - ებ­რა­უ­ლი პა­ს­ე­ქი და საიდუმლო სერობა ხმი­ა­დებთან ასოცირდება. და­სავ­ლეთ­ში ამგვარი ხმელი კვე­რის ტრა­დი­ცია დღემდე შემორჩა, ჩვენთან კი, ამომავალი მზის მხარეში - აღ­მო­სავ­ლეთ­ით, ფუმფულა პასკებით ვეგებებით ბრწყინვალე აღდგომას. "ტკბილ ხარ შენ“ და ამიტომაცაა სააღდგომო სატრაპეზო ასე ტკბილი. „შენ ხარ პური“ და ამიტომაც ჰქვია მას ტკბილი პური არსობისა.

გემრიელი პასკის საიდუმლოს ძიებაში მთა და ბარი მოვიარეთ. გურიაში  - უშობელისთვის ახლადმომდგარი რძეო, სამეგრელოში - დილით მოდღვებილი კარაქიო,  ზემო აჭარაში - ჭრელი დედლის გულყვითელა კვერცხიო, შირაქსა და ალაზანზე - ალოობას ნაფერები ხორბლის ყანის ქარვისფერი თავთავა ფქვილიო,  თუშ-ფშავებმა - კერიასთან თბილ ადგილას გობზე პასკის ცომს ბალღივით უნდა ამოუგო საბანიო. ესაო, ისაო, ათასი რჩევა მისხალ-მისხალ, სიტყვა-სიტყვა, ფრაზა-ფრაზა და ხელი-ხელ მოვკრიბეთ, ავკინძეთ, ჩავწერეთ და მოვაგროვეთ, ერთი დიდი მოზრდილი თასი სიყვარული დავუმატეთ, შევაცხვეთ და „პანეს“ სახლური ნაირნარი „ნიკორა სუპერმარკეტში“ თქვენთვის გამოვფინეთ:

  • პასკა 150გ ქიშმიშით
  • პასკა 500გ ქიშმიშით
  • პასკა 500გ  ცუკატით
  • პასკა 500გ ქიშმიშით და თეთრი მინანქრით
  • პასკა 500გ ქიშმიშით და შავი შოკოლადით

თუ სააღდგომოდ სიყვარულის დარიგება მოისურვეთ, საჩუქრებადაც შეგიფუთეთ:

  •  პასკა საფირმო ყუთში 500გ ქიშმიშით
  •  პასკა საფირმო ყუთში 500გ ცუკატით და თეთრი შოკოლადით
  •  პასკა საფირმო ყუთში 500გ ქიშმიშით და შავი შოკოლადით

ქრისტე აღდგა!

სიყვარულით, „პანესგან“!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები