0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება

კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, 2 მაისს, UFC Vegas 25-ის ღონისძიებაზე კაბ სვანსონს დაუპირისპირდება.

“მზადება კარგად მიდის, რამდენიმე კვირაა ვემზადები ამ ბრძოლისთვის, თავდაპირველად რამდენიმე ტრამვა მივიღე დასაწყისში, რამაც დასაწყისში გარკვეული სიძნელეები გამოიწვია ვარჯიშის დროს, მაგრამ თითქმის ყველაფერი მოვიშუშე, აღვიდგინე და ბრძოლის დროს 100% დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვიქნები. მოუთმენლად ველი ამ ბრძოლას, რადგან ჩემი მეტოქე ცნობილი მებრძოლეა და ერთი სული მაქვს როდის დაიკეტება ოქტაგონის კარები და დავრჩებით მე და კაბ სვანსონი პირისპირ“ - განაცხადა გიგამ.

გიგას UFC-ში 5-0 ბალანსი აქვს, საიდანაც ბოლო ბრძოლა ჯეიმი სიმონსთან ფინიშით, პირველივე რაუნდში აქვს მოგებული.

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

„აჭარაბეთი“ გიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები