სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა, ის არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებშიც ყოველწიურად მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.
კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ამიტომ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ავერსი“ ქართული სპორტის დიდი ქომაგი და მხარდამჭერია. ის ზრუნავს ქართველი ფეხბურთელების და სხვა სპორტსმენების ჯანმრთელობაზე, სპონსორობას უწევს სპორტულ კლუბებს.
„ავერსი“ მუდმივად სტუმრობს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას, რათა ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და გადასცეს პირველადი საჭიროების მედიკამენტები.
ამ ყველაფერთან ერთად, „ავერსი“ რეგულარულად ეხმარება საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს, საქართველოს პენსიონერთა კავშირს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, სასულიერო პირებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს...
„ავერსს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მონაწილეობს გარემოს დაცვის არაერთ პროექტში.
"ავერსში" ათი ათასი ადამიანია დასაქმებული და ეს კომპანიისთვის ყველაზე სამაყოა, საამაყოა ისიც, რომ ქვეყნის ბიუჯეტში მას ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეაქვს.
დაბოლოს:
რას ნიშნავს სიკეთე?
რას ვგრძნობთ, როდესაც სხვას უხარია?
უანგაროდ გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს. უბრალოდ, გიყვარს სიცოცხლე და იცი, რომ გადარჩენისთვის ერთად ყოფნა, ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება.
სიკეთით, ზრუნვით და დიდი სიყვარულით –მუდამ თქვენ გვერდით „ავერსი“!
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
კომენტარები